“ჩვენი ხელისუფლება არ უნდა დაელაპარაკოს პუტინს პატარა ბავშვივით”- რუსეთი სავიზო რეჟიმს ამარტივებს

დღეიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და მას უკვე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაში მისი დიდი წვლილია. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, გასული წლის ივნისში, რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ამბობდა, რომ რუსეთის მხარემ მასთან საუბრისას მზაობა განაცხადა სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. ბურჯანაძის თქმით, რუსეთი მზად არის სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებისთვის.
“რუსეთი მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არ უნდა დაელაპარაკოს პუტინს პატარა ბავშვივით, რომ სწორი ნაბიჯებით მიდიხარ და კარგად იქცევიო”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.