„ჩვენი პრეზიდენტი არ არის“ – აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საწინააღდეგო აქციები გრძელდება.

აქციის მონაწილეები უმცირესობებისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

პორტლენდის პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ვანდალიზმი და აგრესიული მოქმედებები გამოვლინდა. სხვა ქალაქებში გამართულ აქციებზე ძალადობის ფაქტები არ დაფიქსირებულა, თუმცა მინეაპოლისში დემონსტრანტებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

ფილადელფიაში აქციის მონაწილეები მერიასთან შეიკრიბნენ პლაკატებით – „ჩვენი პრეზიდენტი არ არის“, „ტრანსსექსუალები ტრამპის წინააღდეგ“ და „გახადე ამერიკა ყველასთვის უსაფრთხო“.

ბილტმორში დაახლოებით, 600-მა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. სან ფრანცისკოში კი, უფროსკლასელებმა ცისარტყელის გამოსახულებიანი ბანერები და მექსიკის დროშები გამოფინეს.

აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა ჩიკაგოშიც, ხოლო ნიუ იორკში პროტესტის მეორე ღამე კვლავ „ტრამპ თაუერთან“ გაგრძელდა.

download

Comments
Loading...