“ჩვენი სარწმუნოება ჯობია”იქ სადაც იწყება უპირატესობების განსაზღვრა ღმერთი აღარ არსებობს…

“ჩვენი სარწმუნოება ჯობია” გული დამწყდა,ოდნავ უკან მოვდიოდი.ჩანთა გადაკიდებული ორი 16 ,15 წლის გოგონა მიდიოდა ჩემს წინ.ალბათ დედამ უთხრა, რომ მათი სარწმუნოება უკეთესია…. და რა განსხვავებაა ახლა ასეთ ქრისტიანსა და ექსტრემისტ მუსლიმს შორის.. არაფერი.. იქ სადაც იწყება უპირატესობების განსაზღვრა ღმერთი აღარ არსებობს…
არაფერი არაფერს არ ჯობია…… მე არასოდეს გამიწევია “პოპულარიზაცია” ჩემი ღმერთის! ღმერთს ეს არ სჭირდება, ახლა მახსენდება ზოგიერთების პოსტები ” დაულაიქე ღმერთს” “გული დაუწერე პატრიარქს”.. ეს რისთვის ხდება???რაში ჭირდება ჩემს ღმერთს fc like ან ჩემს პატრიარქს დაწერილი გული, მე თუ მართალი ქრისტიანი არ ვარ…..
10 წლის მოვინათლე, დღემდე მადლობას ვეუბნები ჩემს ოჯახს , მათ მე არჩევანის უფლება მომცეს, მე ქრისტიანი ვარ, წავიკითხე ყურანი ბიბლიაზე ადრე, მივხვდი რომ მასში არსებობს ღმერთი იდეით -იყავი მართალი,შემწყნარებელი და მებრძოლი შენი სულისთვის. შემდეგ წავიკითხე ბიბლია და მივხვდი რომ ღმერთი იყო ჩემთვის ბიბლია და ბიბლია იყო ჩემი ცხოვრების წიგნი.
“ფანატიკოს ისლამისტებთან ერთად” რომლებმაც არ იციან რატომ არსებობს ალაჰი მათ გულში, მე არანაკლებად მეზიზღება ის ქრისტიანები რომლებსაც ჰგონიათ, რომ მათ გარშემო უნდა ბრუნავდეს დედამიწა, არადა იესო ხომ უბრალოებას გვასწავლის…მეზიზღებიან ასევე “ჯიპიანი მამაოები ” რომლებიც ქრისტეს უბრალოებას ფეხქვეშ თელავენ! ჩამქოლეთ ახლა….

არ ვიცი “ჩემი ღმერთი უკეთესია” რას ნიშნავს…… ეს იგივეა ჩემთვის ჩემს მეგობარს ვუთხრა დედაჩემი დედაშენს სჯობია…. ყველას საკუთარი დედა ურჩევნია და ჩვენ არ ვახვევთ ერთმანეთს თავს, ვისი დედა უკეთესია..ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ ჩვენი მეგობრების დედებს…ასე უნდა დავაფასოთ ღმერთი, რომელიც ჩვენი “დედამიწელების” გულში განსხვავებული სახელით ცხოვრობს. ახლა წავიკითხე ერთი სირიელი (ქრისტიანი გოგონას ინტერვიუ) მინდა რომ თქვენც იცოდეთ , რა თქვა 18 წლის გოგონამ რომელსაც სამი ძმა, დედა, მამა ბებია და საყვარელი ძაღლი მოუკლეს. ” მე ჩემს ღმერთს და მათ ღმერთს ვინც ჩემი ოჯახის სისხლში მაბანავა ვთხოვე მიეტევოთ მათ,რადგანაც ვიცი ,რომ ალაჰი მათ ქრისტეზე მეტად განიკითხავს.მე მეცოდება ისინი რადგანაც მათ თავიანთ ღმერთს ვერ გაუგეს”

წერს საკუთარ სოციალურ ქსელში თამარ კობიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.