ჩვენმა მეგობრებმა ევროპარლამენტიდან გვაცნობეს… – კვაჭანტირაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ახალი წლიდან ამოქმედდება:
”ჩვენმა მეგობრებმა ევროპარლამენტიდან გვაცნობეს, რომ როგორც ჩანს შეთანხმება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია. პრაქტიკულად, შესაძლებელია ისიც, რომ უკვე შემდეგ სხდომაზე მომავალ კვირაში ევროპარლამენტში კენჭისყრაც შედგეს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს მექანიზმი უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩაირთვება ახალი წლიდან. კონკრეტულ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ყოფილიყო მიღებული”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.
წყარო : marshalpress.ge