ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამიას უფლება იყოს დაცული – ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირეატორის უფლება დაცული უნდა იყოს.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის პროცესი კითხვის ნიშნებს ყოველთვის აჩენდა და დღემდე აჩენს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამიას უფლება იყოს დაცული. მას აქვს უფლება სწორედ სასამართლოში მისცეს ჩვენება და შესაბამისად, თუკი ის ამას ითხოვს, რა თქმა უნდა, ეს უდნა დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ფარული ჩანაწერების საქმეზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს.

გვარამია სასამართლოში 10:30 საათზე უნდა გამოცხადდეს. ვინაიდან ნიკა გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაკითხად მისვლაზე უარი განაცხადა, უწყებამ შუამდგომლობით მიმართავა სასამართლოს, რათა ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული.

 

 

 

newposts.ge

Comments
Loading...