CNN -ის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფო ქიმიური იარაღის შექმნას იწყებს

ამერიკული დაზვერვა დარწმუნებულია, რომ ისლამურმა სახელმწიფომ ქიმიური იარაღის შესაქმნელად ყველა საჭირო სპეციალისტი შეკრიბა.

აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ცნობილია, რომ განყოფილება, რომელშიც ქიმიური იარაღის შექმნა იგეგმება, სირიაში, ქალაქებ მაიადინსა და ელ ქეიმს შორის მდებარეობს.

როგორც წყარო ამბობს, მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში ერაყელი და სირიელი ექსპერტები მონაწილეობენ და რომ მანამდე ამ ადამიანებს ერთად არასდროს უმუშავიათ.

Comments
Loading...