Constantine-ს ახალ ფილმს, შესაძლოა, ჯეი ჯეი აბრამსი გაუძღვეს

როგორც ცნობილი გახდა, მუშაობა მიმდინარეობს Constantine-ს ახალ ფილმზე ჯეი ჯეი აბრამსის თაოსნობით. DC Comics-ის ცნობილი პერსონაჟი დიდ ეკრანებზე უკვე გამოჩნდა 2005 წლის Constantine-ში, რომელშიც ოკულტისტი დეტექტივის როლს კიანუ რივზი ასრულებდა.

NBC-მ მოგვიანებით შექმნა Constantine-ს სერიალი მეტ რაიანის მონაწილეობით, თუმცა ის ერთი სეზონის შემდეგ შეწყდა. მიუხედავად ამისა, რაიანმა პერსონაჟის განსახიერება CW-ს Arrowverse-ში გააგრძელა, სადაც ჯერ Arrow-ში გამოჩნდა, მოგვიანებით კი დროებითი პერსონაჟის სახით შეუერთდა Legends of Tomorrow-ს მესამე სეზონს და გუნდის მუდმივი წევრის სახით — მე-4 სეზონს. მან აგრეთვე გაახმოვანა კონსტანტინის პერსონაჟი DC-ს რამდენიმე ანიმაციურ პროექტში, მათგან უახლესი კი Justice League Dark: Apokolips War არის.

ამჟამად DC-ს არაერთ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, როგორც DC Extended Universe-ში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეტიც, DC-ს, როგორც ჩანს, უფრო მეტი მიმდინარე პროექტი აქვს, ვიდრე მის მთავარ კონკურენტ Marvel-ს. DCEU-ს უამრავი მოსალოდნელი ფილმის (მათ შორის მეტ რივზის The Batman-ის და ჯეიმზ განის The Suicide Squad-ის) გარდა, CW-ზე Arrowverse აგრძელებს გაფართოებას და 2021-ში Superman & Lois-ის შოუს ვიხილავთ. ამასთანავე DC-ს კარგი პლაცდარმი აქვს DC Universe-სა და HBO Max-ის სახით — ორი სტრიმინგ სერვისის, რომლებიც ერთგულ ფანებს ემსახურება.

The Direct-ის ცნობით, Warner Bros. მუშაობს Constantine-ს ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე, რომლის პროდიუსერიც აბრამსი იქნება თავის კომპანია Bad Robot-თან ერთად. ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება როლს კიანუ რივზი თუ ახალი ფილმი სრული რიბუთი იქნება.

The Direct-ის ცნობით, Warner Bros. მუშაობს Constantine-ს ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე, რომლის პროდიუსერიც აბრამსი იქნება თავის კომპანია Bad Robot-თან ერთად. ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება როლს კიანუ რივზი თუ ახალი ფილმი სრული რიბუთი იქნება.

ფოტო: DC Comics

მართალია, The Direct შედარებით ახალი საიტია და, შესაბამისად, მისი სანდოობა ბოლომდე აშკარა არ არის, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ინფორმაცია ლოგიკურია, თუკი გავითვალისწინებთ აბრამსის სხვა მიმდინარე პროექტებს. WarnerMedia-სთან შეთანხმებით აბრამსი ქმნის Justice League Dark-ის სატელევიზიო სერიალს. The Direct აცხადებს, რომ ამ ახალ Constantine-ს ექნება Justice League Dark-ისთვის დამახასიათებელი ტონი და სტილი, რაც მათ შემდგომ კავშირზე შეიძლება მიანიშნებდეს. სხვა თუ არაფერი, ჯონ კონსტანტინი Justice League Dark-ის გუნდის საკვანძო წევრია, რომელიც სპეციალიზდება უფრო ბნელ, მისტიკურ საფრთხეებში.

და მაინც, გავიმეორებთ: ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ახალ Constantine-ზე მუშაობა უკვე დადასტურებულია, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს ასე იყო. შესაძლოა, უფრო კონკრეტული ინფორმაცია მივიღოთ DC FanDome-ზე, ფანების ვირტუალურ ღონისძიებაზე, აგვისტოში. ამ კონვენციას მოყვება ბევრი დიდი სიახლე DC-ს სამომავლო პროექტების შესახებ და ის მშვენიერი ადგილია ახალი ფილმის დასაანონსებლად. ცხადია, ყოველივე ეს სპეკულაციაა; დიდი ალბათობით, Warner Bros. ოფიციალურად დააანონსებს Constantine-ს, როცა ამის დრო მოვა.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...