Covid-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, ავღანეთში 12 000-ზე მეტ პატიმარს გაათავისუფლებენ

ავღანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაათავისუფლოს 12 ათასზე მეტი პატიმარი, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსული ინფექციის გავრცელება.

ციხის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის თქმით, ციხეში პატიმრების რაოდეონა 12 399-ია.

მათი განთავისუფლების პროცესი მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

აქამდე აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პერუში, Covid-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, 3 000 ადამიანი გაათავისუფლეს ციხეებიდან.

Comments
Loading...