Covid-19-ის გამო, ნიდერლანდებში 140 მილიონი ტიტა გაანადგურეს

მარტში, ნიდერლანდებში 140 მილიონი ტიტა გაანადგურეს. ამის მიზეზი კი მოთხოვნის დაცემა გახდა, რაც კორონავირუსულმა პანდემიამ განაპირობა.

საოჯახო ფერმის დირექტორი ფრენკ უიტენბოგაარდი აცხადებს, რომ მას 200 000 ტიტის განადგურება მოუწია.

“ეს ძალიან მტკივნეულია. წელს ძალიან კარგი ხარისხის ტიტები გვქონდა. ვერ ვუყურებდი, თუ როგორ ანადგურებდნენ ტიტებს, დავჯექი ველოსიპედზე და წამოვედი იქიდან”– აცხადებს იგი.

Royal FloraHolland-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის ფრედ ვან ტოლას თქმით, ბოლო თვის განმავლობაში, ჰოლანდიაში დაახლოებით 400 მილიონი ყვავილი გაანადგურეს.

“ამ ვირუსმა ზუსტად ტიტების გაყიდვის შუაგულში მოგვისწრო. მოგება, გასულ წელთან შედარებით 50%-ით შემცირდა”– აცხადებს იგი.

ტიტების სეზონი, როგორც წესი, მარტში იწყება და დაახლოებით 8 კვირის განმავლობაში გრძელდება. საშუალოდ, ყვავილების გაყიდვების  მოგება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე ნიდერლანდებში მუშაობის უფლება მხოლოდ მცირე ზომის ყვავილების მაღაზიებს აქვს. ამიტომ, მეწარმეებსა და დისტრიბუტორებს, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებულნი, კვლავ შეუძლიათ ყვავილების გაყიდვა. მაგრამ, იმ მწარმოებლების სიტუაცია, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე არიან დამოკიდებულნი, გაცილებით მძიმეა.

Comments
Loading...