“დაგვეხსენით ოკუპანტებო”- აკაკი ჩარგეიშვილი ქადაგიძეს მიმართავს

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4020 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4020 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3982 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას იურისტი, ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის დამფუძნებელი, აკაკი ჩარგეიშვილი სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა.

“კატასტროფისკენ მივექანებით, მართვა ეროვნული ბანკის (ქადაგიძის) ზედამხედველობით მიმდინარეობს!!! რუსეთმა ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, ბანკემა შიგნიდან მოახერხეს სარულიად საქართველოს ოკუპაცია. დაგვეხსენით ოკუპანტებო!!!”

Leave A Reply

Your email address will not be published.