დაგვიტოვეთ უფლება, თქვენს 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს თუ ვინც არის, არ ვენდობოდეთ – ირმა ინაშვილი

დაგვიტოვეთ უფლება, თქვენს 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს თუ ვინც არის, არ ვენდობოდეთ, – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე გააკეთა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე ისაუბრა და მმართველ გუნდს მიმართა.

„თქვენ, მე მგონი, ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე. ამაოდ ეჭვიანობთ, იმიტომ, რომ მე არ ამირჩევია მარგველაშვილი – თქვენი კანდიდატი იყო. მაგრამ აქ პერსონალურად მარგველაშვილზე არ ვლაპარაკობთ. პერსონალურად მარგველაშილის პრობლემა, როგორც ჩანს, თქვენ გაწუხებთ. ჩვენ ვლაპარაკობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე და არჩევის წესზე. მაპატიეთ, მაგრამ ჩვენც დაგვიტოვეთ უფლება, რომ თქვენს 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს თუ ვინც არის, არ ვენდობოდეთ, იმიტომ, რომ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, ვინ იქნება ეს 300 ხმოსანი – იქნება ისევ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფენა, რომელიც ხელს აწევს და დანიშნავს პრეზიდენტს“, – განაცხადა ინაშვილმა.

Comments
Loading...