Dailymail: მეცნიერები თაგვებში დიაბეტს, ადამიანის უჯრედების გარდაქმნით და ინსულინით კურნავენ

St Louis-ის მეცნიერები თაგვებში დიაბეტს, ადამიანის უჯრედების გარდაქმნით და ინსულინის წარმოქნის მეშვეობით, მხოლოდ ორ კვირაში კურნავენ, რაც 400 მილიონ ადამიანს აძლევს იმედს, – ამის შესახებ dailymail-ი წერს.

დიდი მიღწევა დაფიქსირდა დიაბეტის განკურნების საკითხში, მკვლევარები, რომლებიც სწორედ ამ საკითზე მუშაობენ, დიაბეტს თაგვებში, ადამიანის გარდაქმნილი უჯრედების მეშვეობით კურნავენ.

ადამიანის ღეროვანი უჯრედების სტრატეგიამ ფუნქციურად განკურნა დაავადება თაგვებში. მინიმუმ ცხრა თვის განმავლობაში დაავადება გაჩერდა და ზოგიერთ შემთხვევაში ერთი წლითაც კი, რაც მილიონობით ადამიანს და პაციენტს მთელის მსოფლიოს მასშტაბით დიდ იმედს აძლევს.

გარდაქმნილმა უჯრედებმა თაგვებს საშუალება მისცა, რომ გამოემუშავებინათ საკმარისი ინსულინი, რათა სისხლში შაქრის რაოდენობა დაწეულიყო, რაც იწვევს დიაბეტს. ტესტების მეშვეობით კი გამოჩნდა, რომ შაქრის მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა.

მთელი მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონ ადამიანს აქვს დიაბეტი, რომელთათვისაც წამალი უბრალოდ არ არსებობს. ადამიანები დიაბეტს დიეტით, ცხოვრების წესის შეცვლითა და მედიტაციის ებრძვიან.

Comments
Loading...