,,დაიოშ! მერე აბხაზებმა რომ დაგიჭირონ და გაგჟიმონ? – ამონარიდი 9 კლასის “ლიტერატურიდან”

„მოკრძალებით ვიტყვი, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვეფხისტყაოსანშიც ვხვდებით არანორმატიული ლექსიკის ნიმუშებს , მაგრამ ჭკუათამყოფელი, არავინ არ იტყვის, რომ ამის გამო ბავშვებს შოთა არ უნდა ვასწავლოთ”– ასე ეხმაურება განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის სახელმწიფო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი თინა ცერაძე ვნებათაღელვას, რომელიც ,,არგუმენტის“ მიერ გავრცელებულმა მასალამ გამოიწვია.
მასალა, რომელიც ,,არგუმენტმა ” გამოაქვეყნა, განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ მე-9 კლასის სახელმძღვანელოში გამოყენებულ მოთხრობას შეეხებოდა, , რომელშიც უხამსი სიტყვები იყო გამოყენებული.

თინა ცერაძემ ,,არგუმენტთან “ საუბრისას , ნუგზარ შატაიძის ნაწარმოების დანიშნულებასა და ღირებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კონკრეტულ სიტყვებს ეს ნაწამოების მთავრი იდეა არ უნდა გადავაყოლოთ.

მისი თქმით, ნაწარმოების მიზანი და ღირებულება უფრო მეტია და მხოლოდ არანორმატიული ლექსიკის ნიმუშებზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი.
,,ამ ნაწარმოების მიზანშეწონილობა და მნიშვნელობა არ დავიყვანოთ, მხოლოდ არანორმატიული ლექსიკის ორ შემთხვევაზე.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს შემთხვევები წიგნის ავტორებს არ შეუმატებიათ და ნუგზარ შატაიძის ნაწარმოებშია მოყვანილი. ალბათ სჯობდა , რომ ამეოღოთ ეს ადგილები-ორი სიტყვა, რომელსაც მოჰყვა ვნებათაღელვა.

ნაწარმოების მთავარი ამოცანაა, რომ ძალზე მტკივნეული სოციალური თემა წამოწიოს. ეს არის აფხაზეთიდან დევნილი მზრუნველობა მოკლებული ბავშვი, აქვეა სხვა მოწყვლადი ჯგუფები. ამ ნაწარმოებში აღწერილია მათი ძალიან დუხჭირი ყოფა, ყველა ის რისკი და გამოწვევები, რასაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ლიტერატურის სწავლების ერთ ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ მოსწავლებს დაეხმაროს ზნეობრივ-ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაში.“-აღნიშნა თინა ცერაძემ.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
,,9-ე კლასია, ძალიან ბევრი ბავშვი, აღარ აგრძელებს სწავლას, გადის აქტიურ ზრდასრულ ცხოვრებაში, რის გამოც ჩვენ ერთგვარად ვამზადებთ ბავშვს და ვუყვებით პრობლემებზე, რომლებიც მათ შეიძლება შეხვდეთ. ამ ნაწარმოების გმირებს ცხოვრება სთავაზობს უმწვავეს სოციალურ პრობლემას, რომელსაც ერთვის, აფხაზეთის პოლიტიკური და ისტორიული ტრაგედია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა, ვგულისხმობ აფხაზეთის დაკარგვას. აქ გადმოცემულია გმირის ტრაგედია, საშინელი ყოფა, პირადი განცდები და ემოციები. ნაწარმოები ეხმარება მოსწავლეებს, რომ თანაგრძნობა გაუჩნდით ამ გმირის მიმართ. ეს თანაგრძნობა პირველი საფეხურია იმისათვის,რომ მოსწავლეს გამოუმუშავოს სოციალური პასუხისმგებლობის უნარი , რაც უმნიშვნელოვანესი ასპექტია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.“– განაცხადა თინა ცერაძემ.

ამასთან, ,,არგუმენტმა“ განათლების სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ამჟამად განათლების სამინსიტროში ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავება მიმდინარეობს რის შედეგადაც მოხდება სახელმძღვანელოების გრიფირება. ამასთან, სამინისტრო არაფერს ამბობს, დარჩება თუ არა ამ ფორმით აღნიშნული ნაწარმოები.
“გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოთხრობა ნამდვილად არის გრიფირებულ სახელმძღვანელოში, რომელმაც შეფასება 2012 წელს გაიარა. შედეგად, მასმინიჭებული აქვს გრიფი. სახელმძღვანელოში არსებული დიალოგი ამოღებულია ნუგზარ შატაიძის იმ გახმაურებული ნაწარმოებიდან, რომელიც გამოყენებულია ცნობილ მხატვრულ ფილმში ,,გაღმა ნაპირი”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამჟამად მიმდინარეობსეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავება, რის შემდეგაც მოხდება სასკოლოსახელმძღვანელოების გრიფირება. შესაბამისად, სკოლებში შევა ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც კონკურსის წესით იქნება შერჩეული.“
-აცხადებენ განათლების სამინისტროში.
გთავაზობთ, ამონარიდებ ნუგზარ შატაიძის ნაწარმოებიდან, ,,მოგზაურობა აფრიკაში”, სადაც უხამსი სიტყვებია გამოყენებული.
,,დაიოშ! მერე აბხაზებმა რომ დაგიჭირონ და გაგჟიმონ?
-რათ უნდა დამიჭირონ?
-როგორ რათ? ქართველი ხომ ხარ?
-ხო მერე?
-მერე მაგათ ქართველები არ ევასებათ..
,,გადავწყვიტე გოშკა მენახა, იმან ყველაფერი იცოდა , ალბათ ისიც ტყვარჩელში, რომ უნდა ჩავსულიყავი.“

argumenti.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.