“დაჯექი შე ნა…არო თორემ, ამ ბოთლს თავში ჩაგარტყამ“- დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოში

,,გურიის მოამბის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „მესირცხვილება, ვცხოვრობდე ლანჩხუთში…მედროვეები ხართ”, სადაც დეპატატი ელგუჯა ჩხაიძე საკრებულოს დეპუტატებს მათ მოვალეობას ახსენებს და მედროვეებად მოიხსენიებს, დღეს საკრებულოს სხდომაზე გამოხმაურება მოჰყვა. დეპუტატებმა ჩხაიძეს განმარტების გაკეთება მოსთხოვეს. ,,მაგან მთელ მსოფლიოს გააგებინა ყველაფერი და თქვენ დახურულ ფორმატში ამ საკითხს რატომ განიხილავთო?“ – დეპუტატების ასეთი რეპლიკების შემდეგ, დაპირისპირება სიტყვიერ შეურცხხოფაში გადაიზარდა. განსაკუთრებული აგრესიულობით აცანის მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ თედორაძე გამოირჩეოდა. „დაჯექი შე ნაბოზარო თორემ ამ ბოთლს ჩაგარტყამ“. „გურიის მოამბე“ ჩვენს ვრცელ მასალას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ფრაქცია “ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის” გია გოგუაძემ და კახა ასკურავამ საკრებულოს თავმჯდომარეს გოგი ხელაძეს საკრებულოს ოპოზიციონერ წევრთა მისამართით, პირადი მდივნისა და მრჩეველის მიერ, სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეურაცმყოფელ კომენტარებზე განმარტების გაკეთება მოსთხოვა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი ამ დროისთვის დარბაზში არ იმყოფებოდა, რაც შეეხება ხელაძეს ის დეპუატატებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...