დაკავებული ბიზნესმენის მეუღლე სამართალდამცველებს მიმართავს

უცხოელი ბიზნესმენი კონსტანტინ კოვალეუსკისის მეუღლე ეგლე კოვალევსკი სამართალდამცველებს დახმარებას სთხოვს. განცხადება ეგლე კოვალევსკიმ „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში გააკეთა. მისი თქმით, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმალობაში მიმდინარეობს ზეწოლა, ხორციელდება მუქარის ზარები. ბიზნესმენის მეუღლე ამბობს, რომ უცნობი პრები მისგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვენ.მისივე განცხადებით, შემოსული ზარების შესახებ ინფომრაცია მან პროკურატურას უკვე მიაწოდა.
ეგლე კოვალევსკის თქმით, ქართველი სამართალდამცავების მხრიდან მისი მეუღლის დაკავება 2015 წლის 9 ნოემბერს ყოფილი ბიზნესპარტნიორის განცხადების საფუძველზე მოხდა. მისი მტკიცებით, ბრალდება უსაფუძვლოა და ბიზნესმენი კონსტანტინ კოვალეუსკისი, რომელიც ლიტვურ ბიზნესს წარმოადგენს საქართველოში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს დღეს “პირველი რადიოს” რადიოკლუბში , ბიზნესმენის და წყალბურთში ბელორუსის ეროვნული ნაკრების მეკარე კონსტანტინ კოვალეუსკისის ადვოკატებმაც

Leave A Reply

Your email address will not be published.