“დამატებით აღებული საგარეო ვალი კიდევ უფრო დიდი წნეხი იქნება ჩვენი ბიუჯეტისთვის” – ირაკლი ყიფიანი

„პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის“ ეკონომიკური რეფორმების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ყიფიანის კვლევის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა ევროობლიგაციების გამოშვებით კიდევ უფრო დაზარალდება. ახალი ვალები, რომლის მიზნობრივ ხარჯვას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს, დაკარგული და განიავებული იქნება უშედეგოდ. ყიფიანის განცხადებით ინფრასტურქტურის სამინისტრომ 2015 წელს ვერ აითვისა 158 მილიონი ლარი და ამ მონაცემებიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრის განცხადება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საგარეო ვალის აღება არის გაუმართლებელი, რაც მომავალში ქვეყნის ბიუჯეტს დააწვება.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2015 წელს 158 მილიონი ლარის ათვისება ვერ მოახერხა და პრემიერი აკეთებს განცხადებას ინფრასტურქტურის განვითარების კუთხით დამატებითი ვალების აღებასთან დაკავშირებით. ეს არის მთავრობა რომელიც დღეს არსებულ საბიუჯეტო რესურსის ათვისებას ვერ ახდენს და გამომდინარე აქედან დამატებით აღებული ვალი კიდევ უფრო დიდი წნეხი იქნება ჩვენი ბიუჯეტისთვის. რომლის გადახდასაც ქვეყნის ბიუჯეტი ვერ შეძლებს. „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ მოითხოვს კონრეტულ პასუხებს ხელისუფლებისგან სანამ დაიწყებს ვალის აღებაზე ფიქრს, გასცეს პასუხი თუ რატომ ვერ ახერხებს ის იფრასტუქტურისთვის გამოყოფილი თანხების ათვისებას“. – განაცხადა „პაატა ბურჭულაძის – საქართველოს განვითარების ფონდის ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძრვანელმა ირაკლი ყიფიანმა.

Comments
Loading...