დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, უნდა ვაქციოთ თავისუფლებად – გიორგი მარგველაშვილი

ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, უნდა ვაქციოთ თავისუფლებად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ახალი, 2016 წელი მიულოცა.

“გილოცავთ. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, თქვენთან ერთად ვარ და აქედან ვულოცავ მთელ საქართველოს. ძალიან მინდა მომავალი წელი იყოს ბედნიერების, დღეგრძელობის, გამარჯვების წელი. მომავალ წელს არის ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლისთავი.

ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენმა თაობამ და ჩვენი მამების თაობამ ძალიან ბევრი შეძლო – შეძლო ის, რომ მოიტანა დღევანდელი საქართველო, გადაარჩინა თავისი ოჯახები.

ყველას შეგვეცვალა ცხოვრება – როგორ ვცხოვრობდით, მაგრამ მოვიტანეთ საქართველო, ქართული ღირებულებები და დღეს, როდესაც აქ თქვენთან ერთად, ქართული სიმღერის ფონზე ჩვენ ახალ წელს ვზეიმობთ, ვზეიმობთ ახალ, დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს და მომავალში ჩვენ ერთად გადავდგამთ ძალიან ძლიერ ნაბიჯებს იმ სიყვარულით, რასაც მე დღეს აქ თქვენგან ვგრძნობ, იმ ერთობით და ერთმანეთის გატანით, რასაც თქვენგან ვგრძნობ.

მინდა გითხრათ, რომ ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, უნდა ვაქციოთ თავისუფლებად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.