“დამპალი მღვდლები“, „უზნეო და მეშჩანი პატრიარქი“, „დამპალი მორწმუნეები“ და ა.შ

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ნინია კაკაბაძის მიერ პატრიარქის წინააღმდეგ გამოთქმულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება:

„ნინია კაკაბაძე მორწმუნეებს კერპთაყვანისმცემლებსა და ექსტრემისტებს უწოდებს. გამორჩეულად პოტენციურ ექსტრემისტს აქ ნინიას ვხედავთ უფრო, ის მუდმივად ახდენს სიძულვილის ტირაჟირებას და აგრესიის გაღვივებას ცდილობს საზოგადოებაში. კაკაბაძის დამოკიდებულება – ეს არის ბნელი და განუვითარებელი კომუნისტის დამოკიდებულება – აკვიატებულ იდეას – კომუნიზმის მსგავსს რომ ვერ გამცდარა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებამ უნდა მოუწოდოს მას შეწყვიტოს ძალადობის წახალისება და სიძულვილის ტირაჟირება. მსგავს ქცევებს, რასაც ნინია კაკაბაძეები, თეა თუთბერიძეები და ა.შ. გამოხატავენ, მარტივ ენაზე სიბნელე და უმეცრება ჰქვია.

“დამპალი მღვდლები,უზნეო და მეშჩანი პატრიარქი, დამპალი მორწმუნეები“ და ა.შ. ასეთია ნინია კაკაბაძის რიტორიკა, რაც ძალადობრივად და აგრესიულად მხოლოდ მას ახასიათებს.“ – წერს გამზარდია.

Comments
Loading...