დანიაში, 70 წლის მამაკაცს 347 მოზარდის გაუპატიურებაში მონაწილეობაში ედება ბრალი

დანიაში , 70 წლის მამაკაცს 347 მოზარდის გაუპატიურებაში მონაწილეობის გამო ბრალი წაუყენეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, კოპენჰაგენში მცხოვრები მამაკაცი ინტერნეტით „შეკვეთას აძლევდა“, რათა მის დასანახად არასრულწოვანი ბავშვების გაუპატიურება მომხდარიყო.

რიგ შემთხვევებში, ფულის გამო ბავშვებს თავად მშობლები აუპატიურებდნენ.

ყველაზე მცირეწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 3 წლამდე ასაკის იყო.

სასამართლო პროცესი 28 თებერვალს დაიწყო და ბრალდებული პენსიონერი-პედოფილი დაცვის ქვეშ იმყოფება.

Comments
Loading...