დანით შეიარაღებული მამაკაცი ჩინეთის ერთ-ერთ ბაღში შეიჭრა – დაშავებულია 11 ბავშვი

დანით შეიარაღებული მამაკაცი ჩინეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შეიჭრა.

Independent-ის ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი საბავშვო ბაღის კედელზე აცოცდა და მოზარდებს თავს დაესხა, რომლის შედეგადაც, 11 ბავშვი დაშავდა.

დაშავებულთაგან ბაღის რამდენიმე აღსაზრდელი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.

ჩინეთში 2010-2012 წლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში თავდასხმის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.