“დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერს “რესპუბლიკელებთან” პრობლემები არ შეექმნება”

“საპარლამენტო უმრავლესობის” წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გარღვევა მოხდა 2012 წელს, როდესაც 2012 წელს კოალიციური მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, კოალიციურობა და კოალიციურიბის ხაზგასმა წაადგა მთავრობას. “რესპუბლიკური პარტია” კოლაიციას მეტ კოალიციურიბას და განახლებულ მიდგომებს სთავაზობს.

მისივე თქმით, პარტია სრულ ნდობას უცხადებს გიორგი კვირკაშვილს და იღებს პასუხისმგებლობას, როგორც მის წარმატებებზე ასევე, წარუმატებლობაზე.

“არსებითად შეიცვალა ამოცანები, ახალ გამოწვევებს განახლებული მიდგომები სჭირდება. ევროპული სტანდარტი ევროული სტილის ხელისუფლებასაც ნიშნავს. ჩვენი თანაზომადი ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში 6-7-8 პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი. ესაა თანამედროვე, ევროპული სტანდარტი. საქართველოც ევროპაა. ერთჯერადი მონსტრების ხელისუფლებასთან შეზრდილი ფსევდოპარტიების შესაძლებლობის პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გარღვევა იყო 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია. ჩვენ ვსაქმიანობთ კოალიციურობის ზრდის პირობებში. კოალიციურობის ხაზგასმა წაადგა მთავრობას. განახლებული მიდგომები ახალი გამოწვევების დასაძლევად, მეტი კოალიციურობა კოალიციაში, კოალიციური შეთანხმება არჩევნებამდე. ეს არის “რესპუბლიკური პარტიის” მიერ დეკლარირებული პარტნიორებისთვის. “რესპუბლიკური პარტია” უცხადებს ნდობას ახალ პრემიერს და მის მთავრობას. შესაბამისად, ვიღებთ პასუხისმგებლობას მთავრობის პროგრამასა და შემადგენლობაზე. ვხდებით თანაზიარი მისი წარმატებების თუ წარუმატებლობის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მან პაატა ზაქარეიშვილი პოზიტიურად მოიხსენია.

“პრემიერს ნდობას ვუცხადებთ იმაშიც, რომ მისი შეხედულებისამებრ გადაახალისოს მთავრობა, თუ ამის საჭიროება დაინახა. დარწმუნებული ვარ, რომ “რესპუბლიკელებთან” მას პრობლემები არ შეექმნება. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილმა პოზიტიურად მოიხსენია “რესპუბლიკელი” მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მადლობა ბატონ გიორგის, მაგრამ მადლობა იმიტომ კი არა, რომ ერთი “რესპუბლიკელი” მინისტრი ასე პოზიტიურად ახსენია. არა! შერიგების, დიალოგის, გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის აუცილებლობა რომ გათავისებული აქვს საქართველოს მომავალ პრემიერს, ამიტომ ვადასტურებ პატივისცემას”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

marshalpress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.