დასახლება, რომელიც შედგება 10 ათასი მიცვალებულისგან

დასახლება, რომელიც შედგება 10 ათასი მიცვალებულისგან.

კავკასიის მთებში არის დასახლება დარგოვსი, ჩრდილოეთ ოსეთი. ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და თვალწარმტაც ადგილას მდებარეობს 96 აკლდამა. ეს აკლდამები ამჟამად თავიანთ დანიშნულებას ასრულებენ – აკლდამებში განისვენებენ მიცვალებულები. ამ ადგილს ეწოდება “მკვდრების ქალაქი”. ყველაფერი ღიაა, არ არის არანაირი დაბრკოლება, უბრალოდ იქიდან არავინ არ დაბრუნებულა, ასეთია გადმოცემები. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს არ ეკარება. კავკასიის ყველაზე მსხვილი ნეკროპოლის შესახებ ფაქტიურად არავინ არაფერი იცის.

მონაცემების მიხედვით, ეს აკლდამები, რომლებიც განთავსებულები არიან გზასთან ინახავენ მიცვალებულების ძვლებს და ასევე შენახულ ნაწილებს – დაწყებული თავისქალიდან დამთავრეული ცალკეული ძვლებით. ის აკლდამები, რომლებიც უფრო მოშორებით არიან განთავსებულები ინახავენ მუმიებს. “მკვდრების ქალაქით” არავინ დაინტერესებულა, მაგრამ მისი პირველი გამოკვლევა ჩატარდა 60-იან წლებში. ერთ-ერთი შენახული მონაცემის თანახმათ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი აკლდამის კვლევისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 95 თავისქალა.

ადგილობრივი მოსახლეობა ყვება ლეგენდებს, იმის შესახებ, რომ სხეულები იყვნენ როგორც ცოცხლები. ზოგიერთი მუზეუმი ინახავს ამ ადგილიდან აღებული ტანსაცმლის ნაწილებს. ღირს აღვნიშნოთ, რომ ისინი პრაქტიკულად იდეალურადაა შენახული. ეს ხდებოდა აკლდამების სპეციალური აშენების წყალობით, მათში არის სპეციალური ვენტილაცია და სპეციალური მიკროკლიმატი, სწორედ ეს ახდენს ზეგავლენას სხეულების თავისებურ მუმიფიკაციაზე. დღეს მუმიები ისე გამოიყურებიან როგორც ბევრს წარმოუდგენია ძველი მუმია, მაგრამ ადრე აკლდამები დახურული იყო ხის ფარებით.

აკლდამები შენდებოდა ინდივიდუალურათ გარკვეული კლასის ადამიანებისთვის, მდიდრებისთვის. ერთი აკლდამა ეკუთვნოდა ერთ ცნობილ გვარს. მათ აშენებდნენ სპეციალური ხსნარისგან – გამძლესგან. მასში ამატებდნენ არაჟანს, ფრინველის კვერცხს და რძეს. ასეთი დანამატების შედეგად აკლდამები კარგად გადარჩა. ადრე ამ ადგილას იყო მრავალი ნაგებობა, ხოლო ეხლა არის მხოლოდ აკლდამები.

აკლდამები საკმაოდ მრავალფეროვნები: მიწისქვეშებიდან დაწყებული ნახევრადმისისქვეშებით დამთავრებული. სახურავები წარმოადგენენ არქიტექტური შედევრებს. ეს ადგილი არის ყველაზე შესაბამისი წერტილი აკლდამების მშენებლობის ევოლუციის შესწავლისთვის. პერიოდის მიხედვით, რრომელშიც აშენებული იქნა ესა-თუ-ის აკლდამა, მათში არის ორი ან სამი იარუსი. იმ შემთხვევაში თუკი ადგილი აღარ იყო დასაფლავებისთვის, მაშინ აშენებდნენ დამატებით. კედლებში ასევე კეთდებოდა ნახვრეტები, რომლებშიც არჭობდნენ ხის მორებს, სწორედ მათზე აწყობდნენ მიცვალებულებს.

“შავი ჭირის” დროს ამ ადგილას მოდიოდნენ მიცვალებულები და ელოდებოდნენ თავიანთ დროს. ნათესავებს მოჰქონდათ მომაკვდავისთვის საკვები და წყალი.

ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ არავინ, არცერთი ერი არ იყენებდა მიცვალებულების დაკრძალვის ასეთ ხერხს. შეიძლება ამაში იმალება რაღაც კავშირი ანტიკურ მითებთან მდინარე სტიქსის შესახებ, ან შეიძლება ეს არის უბრალოდ უძველესი კულტი.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მოყვა ამ ადგილას მომხდარი მოვლენის შესახებ ლეგენდა: მხედრებმა ომის დროს ტყვედ ჩაიგდეს ერთი გოგონა. მისი სილამაზე იყო აუღწერელი, ის შეუდარებელი იყო. ყველა მამაკაცს სურდა მისი ცოლად მოყვანა. მოწინააღმდეგები ხოცავდნენ ერთმანეთს, ვინც კი წინ დაუდგებოდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და მამაკაცებმა მიიღეს გადაწყვეტილება: ისინი გაემგზავრნენ უხუცესებთან, რომ მიეღოთ რჩევა, თუ ვინ გახდებოდა გოგონას ქმარი, მაგრამ უხუცესებსაც შეუყვარდათ გოგონა, ისინი გახდენენ მისი არამიწიერი სილამაზის ტყვეები. მათაც სურდათ ის, მიუხედავად იმისა, რომ უხუცესები არ იყვნენ ახალგაზრდები. უხუცესებმა დაიწყეს გოგონას ყურადღების მიქცევა, წაერთვათ გონება. სამი დღეს დაიხარჯა, იმაზე ფიქრში თუ რა უნდა ექნათ გოგონასთვის, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ ნახეს. თუკი მას ვინმე ერთს მისცემდნენ დანარჩენები დაიწყებდნენ ერთმანეთის დახოცვას. თუკი უბრალოდ გაუშვებენ – ყველა მხედარი მას გაჰყვება. ამის გამო მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწორედ გოგონა უნდა მოკვდეს. როგორც კი გოგონა მოკვდა, საშინელი წყევლა დაატყდა ადგილობრივ მოსახლეობას. მათ ძვლებს მოწყდა ხორცის ნაწილები. ხალხმა შეეცადა, რომ თავი შეეფერებინათ მეზობელ სოფლებში, მაგრამ წყევლას ვერ გადაურჩნენ.

ის ადამიანები, რომლებიც ბოლოსდაბოლოს კვდებოდნენ, იმარხებოდნენ მიწაში, მაგრამ დედა-მიწა უარს ამბობდა მათი სხეულების მიღებაზე და ძვლებს კვლავ ზემოთ აგზავნიდა. ლეგენდის მიხედვით სწორედ ასე დაიწყო “მკვდრების ქალაქის” წარმოშობა.

Comments
Loading...