დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, აღმოსავლეთში კი – თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი

სინოპტოკოსები 20-23 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს ვარაუდობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-დან 23 ნოემბრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა.

მოსალოდნელია თოვა, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

Comments
Loading...