დაშავებული მგზავრები და პანიკა ბორტზე – “აეროფლოტის“ თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა(ვიდეო)

მინიმუმ 27 ადამიანი დაშავდა „აეროფლოტის“ თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად.

თვითმფრინავი მოსკოვი-ბანგკოკის რეისს ასრულებდა.

მგზავრებმა სერიოზული დაზიანება მიიღეს, მათ შორის მოტეხილობები და სისხლჩაქცევები.

ტურბულენტუ ზონაში მოხვედრამ ლაინერის ბორტზე პანიკა გამოიწვია.

ბანგკოკში რუსეთის საელჩოს განცხადებით, დაშავებული მგზავრების უმრავლესობას უსაფრთხოების ღვედები არ ეკეთათ. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანს ოპერაციაც დასჭირდა.

https://youtu.be/r6HZwxUPyT8

წყარო: newposts.ge

 

Comments
Loading...