დაჭრილ ადვოკატს, ზაქარია ჩიბუხაშვილს ოპერაცია უტარდება

 დაჭრილ ადვოკატს, ზაქარია ჩიბუხაშვილს ოპერაცია უტარდებავაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ადვოკატის, ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა, პაციენტს ამჟამად ოპერაცია უტარდება. ”პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ის საოპერაციოში იმყოფება. როდესაც შემოიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა მარცხენა მკერდის არეში. თუმცა ადეკვატური იყო”, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.
შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი.

Comments
Loading...