დაჭრილი დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა – სროლა სუპერმარკეტ “ნიკორაში”
სუპერმარკეტ ნიკორაში დაჭრილი დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა. 51 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 7 ჭრილობით გადაიყვანეს და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით დაცვის თანამშრომელს თავდამსხმელმა რამდენჯერმე ესროლა.
თავდასხმა სუპერმარკეტზე გვიან ღამით მოხდა. უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.