დათა ახალაიასა და გია დგებუაძეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დათა ახალაიას და გია დგებუაძეს 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
საქმეზე განაჩენს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 21 დეკემბერს, 12.00 საათზე გამოაცხადებს.
სასამართლო განხილვები ბრალდებულის და მისი ადვოკატების შემაჯამებელი სიტყვით დღეს დასრულდა.
ბრალდებული გია დგებუაძე, იგივე „მასტერ“ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
დაცვის მხარეს მოსამართლოს მხრიდან ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი აქვთ.
პროკურორები კი აცხადებენ, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
წყარო : newsday.ge