დათო ტურაშვილი – მე მინდა, ჩემი შვილები იყვნენ ოფიციანტები

მწერალი დათო ტურაშვილი ლევან ვასაძეს გამოეხმაურა

მწერალ დათო ტურაშვილის განცხადებით, ევროპის ეშინია მას, ვისაც კონკურენციის ეშინია.

„მოვისმინე, რომ თითქოს ევროპასთან დაახლოება მოგვიტანს იმას, რომ ჩვენი შვილები იქნებიან ოფიციანტები. მინდა მივმართო იმ ქართველებს, ვისაც სიახლოვის ეშინია ამის გამო, მე მინდა ჩემი შვილები იყვნენ ოფიციანტები, იმ პროფესიის ადამიანები, რომლებსაც ისინი აირჩევენ და რომელშიც ისინი იქნებიან პროფესიონალები, მინდა რომ ჩემმა შვილებმა და ყველას შვილებმა იცოდნენ, რომ არ არსებობს სამარცხვინო პროფესია“, – განაცხადა ტურაშვილმა.

Comments
Loading...