დაცვის მხარის შეფასებით “ჯაშუშების საქმეში” ბაჩო ახალაიას ბრალი არ იკვეთება

ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება დღეს ე.წ. ჯაშუშების საქმის განხილვა, რაზეც აქვს ბრალი წარდგენილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას.ამავე საქმეშია გაერთიანებული კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც ექსმინისტრს თანხების მითვისება-გაფლანგვა ედება ბრალად. ამავე ეპიზოდში ბრალი აქვთ წარდგენილი მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, მეგის ქარდავას თანხის მითვისებაში ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი დაეხმარნენ. პროცესზე ბრალდების მხარე წარადგენს მოწმეებს, თუმცა მათი ვინაობა წინასწარ უცნობია დაცვის მხარისთვის. სხდომაზე ასევე გაირკვევა, დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. დაცვის მხარის შეფასებით, ბაჩო ახალაიას ბრალი არ იკვეთება და მიაჩნიათ, რომ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

Comments
Loading...