არჩევნებზე დაუშვებელია ხმების იმ პრინციპით განაწილება, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს – ირმა ინაშვილი

“პატრიორთა ალიანსი” ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

როგორც “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, ევროკომისართან შეხვედრაზე, საუბრის მთავარი თემა საარჩევო სისტემას შეეხებოდა.

მისი თქმით, მიუღებელია არჩევნებზე ხმების იმ პრინციპით განაწილება, რასაც ხელისუფლება დღეს გვთავაზობს.

“დიდი დრო დავუთმეთ საარჩევნო სისტემაზე საუბარს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დაუშვებელია გასანაწილებელი ხმების იმ პრინციპით განაწილება, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები”, – განაცხადა ინაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ.

Comments
Loading...