„დავა, რომელიც რუსთავი 2-ის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის მიმდინარეობს დამღლელია“

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის თქმით, ეს დავა საზოგადოებისთვისაც და მისთვისაც დამღლელია და მხარეებს მოუწოდა, რომ დავა უშუალოდ სასამართლოში გააგრძელონ და შედეგებს დაელოდონ.

“ის დავა, რომელიც რუსთავი 2-ის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის მიმდინარეობს, არის ჩემთვისაც და საზოგადოების ბევრი წევრისთვისაც დამღლელი. მხარეებს მოვუწოდებ, იდავონ სასამართლოში და მოგვცენ საშუალება ჩვენ ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. მათი დავა მათი დავაა, სასამართლო თავისუფალია და დაელოდონ დავის შედეგებს. მაგრამ, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ამ დავის რეჟიმში, ჩვენ – სახელმწიფოს, მთავრობას, საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ბევრი სხვა საქმე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...