დავით ბაქრაძე – 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გავუშვებთ ამ ხელისუფლებას“

„ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ თავმჯდომარე აღარ ეყოლება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ყოფილი პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი არის სამარცხვინო და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ამ ეტაპზე არავინ შეცვლის. პარტია გადაწყვეტილებებს პოლიტსაბჭოს ფორმატში მიიღებს.

„უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არანაირი საჭიროება, მიზანშეწონილება არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის. პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას და მას მართავს პოლიტსაბჭო გუნდურად, ერთიანად. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ მთავარ ამოცანას – 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გავუშვებთ ამ ხელისუფლებას“,-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

Comments
Loading...