დავით ბაქრაძე: დღეს, მედია თავისუფალია ნებისმიერი სახის ჩარევისგან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მედია პლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშნელოვანია ქვეყნისთვის, თუმცა ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, რომ რაიმე პროცესმა ან კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ ჩრდილი მიაყენოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

როგორც “აიპრესის” კორესპონდეტს რიგაში დავით ბაქრაძემ განუცხადა, “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს პრეროგატივაა.

“ერთმნიშვნელოვანია, რომ მედიაპლურალიზმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე საკუთრების უფლება მნიშვნელოვანია და საქართველოს მთავრობამ ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების კუთხით გადაიდგა ნაბიჯი და დღესდღეობით, მედია არის თავისუფალი ნებისმიერი სახის ჩარევისგან, დღესდღეობით მართლმსაჯულების 3-ფაზიანი რეფორმის შედეგად, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი და მოცულობითი რეფორმები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მხრივ. ეს არის ის ძირითადი რეფორმები, რომლებზეც ჩვენ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეფასება მიგვიღია.

რაც შეეხება პრეცესს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და მაქსიმალური დამოუკიდებლობა იმასაც გულისხმობს, რომ გარკვეული კომენატრებით არ მოვახდინოთ გადაწყვეტილებებზე ზეწოლა. ~

ამის მიუხედავად, შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილებები იწვევდეს ეჭვს და ბადებდეს კითხვის ნიშნებს. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ის მიღწევები რაც გვაქვს ამ მიმართულებით ღიად გავაცნოთ და მაქსიმალურად ღია იყოს პროცესები, რომელიც დაინტერესებული უცხოელი პირებისათვის, ასევე ქვეყნის შიგნით და ამის უზრუნველყოფით არ დავუშვათ, რომ ამ პროცესებმა ან რაიმე კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა რაიმე ჩრდილი მიაყენოს იმ პროცესს, რაც უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რიგაში, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გუშინ გაიხსნა.

კონფერენციაზე 400-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და სამხედრო პირი მონაწილეობს. რიგაში კონფერენცია პირველად 2006 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.