დავით ბაქრაძე: კრიზისი შეიქმნა იმიტომ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა რუსთავი 2-ის ხელში ჩადგება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ბრიფინგით გამოეხმაურა.

“პირველ რიგში უნდა დაისვას ეს კითხვა. რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე? რატომ შეიქმნა ეს დაძაბული ვითარება? რატომ ვიმყოფებით იმ კრიზისში, რომელშიც დღეს ვართ?

პასუხი ერთადერთი და მარტივია, ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს მთავრობა ცდილობს, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. ყველაფერი სრულიად ნათელია. მთავრობა ქიბარ ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით ქვეყანაში ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. ებრძვის დემოკრატიის და თავისუფლების ფუნდამეტს. ამ ყველაფერმა ქვეყანა და საზოგადოება მიყვანა დაპირისპირების ძალიან სერიოზული რისკის წინაშე. ამიტომ კითხვა რატომ არის ქვეყანაში კრიზისი და დაძაბულობა საჭიროებს ერთადერთ და მარტივ პასუხს. მხოლოდ იმიტომ რომ მთავრობამ დაიწყო შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად. შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვა დამოკიდბეულია ამ პროცესის შეჩერებაზე.

რაც შეეხება ძალადობას, ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი მოწოდებით ჩვენი 30 ოფისი დაარბიეს რეგიონებში. არცერთ ჩვენს აქტივისტს არ გადაუდგამს მსგავსი ნაბიჯი. იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ჩვენი ამოცანაა, ეს ხელისუფლება კანონიერად გავუშვათ სახლში” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

Comments
Loading...