დავით ბაქრაძე ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რეალიზებას ხელს უშლის

თეა წულუკიანის განცხადებით, რამდენიმე თვეა დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“არამხოლოდ ბრიუსელის ამ ვიზიტის ფარგლებში, არამედ რამდენიმე თვეა ძალიან ბევრჯერ, მე პირადად ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან მსმენია, რომ პირადად ბატონი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას და თუ ეს გაკეთდება, მაშინ მთავრობაზე ევროპა დაკარგავს ბერკეტს. რა ბერკეტს გულისხმობენ, ეს თავად უნდა გვითხრან, მაგრამ ის, რომ ამგვარი პოზიციები არის ძირგამმომთხრელი და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რეალიზებისთვის ხელიშეშლა, ეს არის აშკარა. მაგრამ მათ იმედი უნდა გავუცრუო და ვუთხრა, რომ ქართველის ხალხის რეფორმატორულმა საქმიანობამ და მოთმინებამ იმ რეფორმებში, რაც ჩვენ 3 წლის მანძილზე ჩავატარეთ, შედეგი გამოღო და ჩვენ ბრიუსელიდან ძალიან დაიმედებულები დავბრუნდით. რა თქმა უნდა, დღეს, ნოემბერში 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგვცემს რა იქნება დეკემბერში, თუმცა ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე ითქვა, რომ პრინციპში არაფერი არ უნდა დაუდგეს წინ იმას, რომ დეკემბერში დასკვნა იყოს დადებითი და გაიხნას გზა ვიზალიბერალიზაციისკენ, რომელიც ევროკავშირის თითოეულმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს”, – განაცხადა წულუკიანმა.

Comments
Loading...