დავით ბაქრაძე – ყრილობაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქარაძე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ბაქრაძემ ,,რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“პარტიის ამ ყრილობაზე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას პარტიის თავმჯდომარედ” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, დავით ბაქრაძემ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

“თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, მეც ვიხრები იქეთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” განვითარებისთვის, მომავლისთვის, დამატებითი ხმების მიღებისთვის კარგი იქნება, რომ პარტიას ჰყავდეს ადგილზე მოქმედი თავმჯდომარე. ეს არანაირად არ აკნინებს მისი დამფუძნებლის და ლიდერის დამსახურებას და ფუნქციას პარტიის წინაშე. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის ამჟამად პოლიტიკური დევნის გამო, უკრაინაშია, ამიტომ მასთან ერთად რომ აქ იყოს ადამიანი, რომელიც იქნება პარტიის თავმჯდომარე, ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს პარტიისთვის კარგია”, – განაცხადა ბაქრაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.