დავით-დეფი გოგიბედაშვილი ნაცემია

დავით-დეფი გოგიბედაშვილი ნაცემია. როგორც თავად აცხადებს, ინციდნეტი თბილისში, მწერალის სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში მოხდა.
დეფის თქმით, სავაჭრო ობიექტში ის გვიან ღამით მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

მისივე მტკიცებით, დაპირისპირება ერთ-ერთ მოქალაქესთან მისი ნაწარმოების გამო დაიწყო, რასაც სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. თავად მწერალი მომხდარს მის მოქალაქეობრივ პოზიციას უკავშირებს და ამბობს, რომ მსგავსი აგრესიისკენ მოქალაქეებს უშულოდ პრემიერმა მოუწოდა.

დეფის თქმით, ინციდნეტში მონაწილე პირს მან საკადრისი პასუხი გასცა და საჭიროდ აღარ ჩათვალა საპატულო პოლიციისთვის მიემართა, – ამის შესახებ “რუსთავი 2” იტყობინება.

Leave A Reply

Your email address will not be published.