დავით დეფი-გოგიბედაშვილი: რუსთავი-2 არის რელიგია და ბუნების კანონები


რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა შორის იმყოფება დავით დეფი გოგიბედაშვილი, რომელმაც „რუსთავი 2“ თავისუფლებას შეადარა და „ქართულ ოცნებას“ დასამარება უწინასწარმეტყველა.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მკითხველი და რუსთავი 2-ის მაყურებელი ცნობიერების ერთი ველია და ეს მაძლევს სტიმულს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის არა მარტო ტელევიზია, მეტაფორულად რომ ვთქვათ არის რელიგია და ბუნების კანონები და ვინც მიდის ამის წინააღმდეგ, ივანიშვილს ვგულისხმობ, თავისი „ქართული ოცნებით“ განწირულია, რადგან რუსთავი 2 არის სიმართლე და თავისუფლებაც სწორედ მასთან ასოცირდება“.

Comments
Loading...