დავით დვალი: მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომელიც მუსირებს „რუსთავი 2“-ში

„რუსთავი 2″-ის დროებითი მმართველის დავით დვალის განცხადებით, მას აქვს კულუარული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ტელევიზიის ტექნიკა დააზიანონ.

„მე გეუბნებით იმ კულუარულ ინფორმაციას, რომელიც მუსირებს თქვენს ტელევიზიაში. მოიკითხეთ, არის თუ არა ასეთი გეგმები, რომ თანამშრომლები ახალ ტელევიზიაში წაიყვანონ, ტექნიკას რომ არ დატოვებენ მთელს, გთხოვთ, თქვენ თვითონ მოიკითხეთ, ხომ ხართ ჟურნალისტი? მე ვიცი, რომ საუბრები არის და საკმაოდ ღიად”, – მიმართა „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტს დავით დვალმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.