დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს – თავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე

“რუსთავი2”-ის ჟურნალისტის დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს”, – აღნიშნულია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ერაძე “რუსთავი 2”-ის სპორტული ჟურნალისტია.

Comments
Loading...