დავით გოგიშვილი – ჩაგივარდათ ხიდაშელის გაპატიოსნებისა და განბანვის ოპერაცია!!!

ისტორიკოსი, ბლოგერი დავით გოგიშვილი “კურიერში” საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

“არჩევნების თემატიკაზე არაერთი ტრენინგის მონაწილე ვარ და საკმაოდ ვიცნობ ამ სფეროს. მინდა უმორჩილესად მივმართო იურისტებს, ვინც ერკვევა საარჩევნო კანონმდებლობაში, თუ რამე შემეშლება, დაუყოვნებლივ შემისწორეთ და მე ჩემს პოსტს უკან წავიღებ. მოგეხსენებათ, რომ როდესაც მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, ამომრჩეველისათვის ხმის მიცემის პროცედურისას მოქმედებს ორი სახის ბიულეტენი: 1). პროპორციული ხმის მიცემის პროცედურა, სადაც საარჩევნი ბიულეტენში წერია არჩევნებში მონაწილე სუბიექტ პოლიტიკურ პარტიათა სია 2). მაჟორიტარული წესით ასარჩევ დეპუტატობის კანდიდატთა ჩამონათვალი. ვინაიდან ე.წ. ,,სპეც. უბნების,, სტატუსის მქონე უბნებში (სასჯელარსრულების დაწესებულებები, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები) მიწერილი ამომრჩეველი აღნიშნულ უბნებზე იმყოფება სტატუსის მიხედვით ექსტერიტორიალობის პრინციპით და ისინი არ არიან ჩაწერილი იმ რაიონში, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს ესა თუ ის სპეც. უბანი, ასეთი ტიპის ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ პროპორციული წესით პარტიების ასარჩევი ბიულეტენი. ასე, რომ ,,კურიერს,, მინდა მივმართო: ბატონებო!!!! ჩაგივარდათ ხიდაშელის გაპატიოსნებისა და განბანვის ოპერაცია!!!!! მერე რა, რომ დავუშვათ არ დადასტურდა შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო ნაწილებიდან ხმის მისაცემად სამხედრო მოსამსახურეთა გადმოყვანა??? მუხროვანის ბრიგადაში რიცხულ სამხედრო მოსამსახურეებსაც არ ჰქონდათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება!!!!!!, ვინაიდან საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში ტარდებოდა შუალედური არჩევნები, გამოტოვებული მანდატის და არა საპარლამენტო არჩევნები.!!!!!
P.S. საგანგებოდ მინდა მივმართო მუხროვანის ბრიგადის ერთ-ორ ,,Сила есть ума не надо,, სალდაფონ წარმომადგენელს: საყოველთაოდ ცნობილია ჩემი უაღრესად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ და ყველა ვთანხმდებით საჯაროდ, რომ არმია არის ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ყველაზე საამაყო, ელიტარული ნაწილი, მაგრამ როდის აქეთაა ბიჭებო, რომ შეიარაღებულ ძალებში თავისუფალი არჩევანის გაკეთებისა და მოქალაქეობრივი უფლების დემოკრატიულად რეალიზების სიომ დაჰბერა და გენერალური შტაბიდან წინასაარჩევნოდ ინსტრუქციებს აღარ იღებთ, რომ ,,შაგაობის,, დროს,,პლატცზე,, დიდხანს იმეოროთ იმ პარტიის სახელწოდება და საარჩევნო ნომერი, რომელსაც ხმა უნდა მისცეთ არჩევნებზე??? როდის მერეა, რომ ეს ყველაფერი თქვენში მხედრულ სიამაყესა და ღირსებას ლახავს???? ასე, რომ თავდაცვის მინისტრები და მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალები რჩება, როგორც საქართველოს ისტორიის საამაყო, განუყოფელი ნაწილი და ეს გაითვალისწინეთ. გმადლობთ ყურადღებისათვის” -წერს დავით გოგიშვილი

Comments
Loading...