დავით გოგიშვილი – ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელები, ანუ სოციალ-დემოკრატიული საქართველო,,

ისტორიკოსი ბლოგერი, დავით გოგიშვილი

ნოე ჟორდანიას როდესაც აცნობეს ილია ჭავჭავაძის დაღუპვის ამბავი, ძალიან უემოციო სახით უპასუხა: ,,როდესაც ხეს ჭრიან ნაფოტები სცვივა,,-ო. შეგახსენებთ: ეს ის ილია ჭავჭავაძეა, რომელიც მტერი, დამპყრობელი ქვეყნის ხელისუფლებასთან მარტო კი არ თანამშრომლობდა, არამედ მათი ნომენკლატურის განუყოფელი ნაწილი იყო.მუშაობდა დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ და იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. იქ მოპოვებულ გავლენებსა და ავტორიტეტს ქართველი ხალხის სამსახურს ახმარდა. შეგახსენებთ: ეს ის ილია ჭავჭავაძეა, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოს სრული დამოუკიდებლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში სახელმწიფოებრიობის არქონის პირობებში ნაცხოვრებ ქართველ ხალხს ეროვნული თვითგამორკვევის, თვითშეგნების მექანიზმი შესუსტებული ქონდა და ქართული საზოგადოება ამ დროისათვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამართავად მზად არ იყო, ამიტომ ილია ჭავჭავაძე ერთადერთი რასაც პრინციპულად ითხოვდა რუსეთის საიმპერატორო კარისაგან, ეს იყო ერთიანი რუსული იმპერიის ფარგლებში საქართველოს მიეღო კულტურულ-ეკონომიკურ-ეთნიკური ავტონომია, რომელიც გახდებოდა მოსამზადებელი ეტაპი საქართველოს სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. იქნებ ვინმეს გეყოთ თავხედობა, ამპარტავნება, გაკადნიერდეთ და თქვათ ზოგიერთმა ურაპატრიოტმა ქართველმა, რომ ილი ჭავჭავაძეზე მაგრად გიყვართ საქართველო??? სოციალ-დემოკრატია, ანუ იგივე ,,მესამე დასის საქართველო,, ეს იყო ვიწრო პარტიკულარიზმის ტყვეობასა და კომპლექსებში ღრმად ჩარჩენილი არაკვალიფიციურ, ტლუ რევოლუციონერ დემაგოგთა ბრბო, რომელმაც ისე მიიღო ხონჩით საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ რეალურად ვერც კი გაიცნობიერეს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველები იყვნენ და შესაბამისად ისე დაკარგეს დამოუკიდებლობა, რომ ნოე ჟორდანია ბოლომდე იმედოვნებდა რუსული პროლეტარიატი და მენშევიკთა იდეური ძმები ბოლშევიკები ქართულ მენშევიკურ სოციალ-დემოკრატიას რეალურად არ გაწირავდნენ. ნოე ჟორდანიას ქვეცნობიერად რუსული სოციალ-დემოკრატიის ნაწილად მიაჩნდა თავი, ვიდრე იტალიურმა გემმა 1921 წლის მარტში საქართველოს მთავრობა ჯერ სტამბულში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში არ ჩააბრძანა. 1918 წელს ტრაპიზონის მოლაპარაკებაზე ჩასულ ნოე რამიშვილს თურქებმა ლამის ულტიმატუმი წაუყენეს, რომ განგვიცხადეთ ოფიციალურად: ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ რუსეთის იმპერიის ნაწილი ხართო. ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა სოციალ-დემოკრატებმა პრაქტიკულად იძულებით გამოაცხადეს. ნოე ჟორდანიას არ უყვარდა და არ ენდობოდა გენერალ ოდიშელიძეს, ერთ-ერთი გამორჩეულად მაღალი რანგის პროფესიონალ გენერალს ქართულ არმიაში იმიტომ, რომ ის არ იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ახალი ჰიმნის პროექტი დაუწუნა იმხანად სრულიად ახალგაზრდა მეცნიერს აკაკი შანიძეს, რადგან ის არ იყო სოციალ-დემოკრატი. ნოე ჟორდანია წერს თავის მოგონებებში, რომ სარდლობის მიერ გადაწყვეტილი იყო თბილისის დატოვების შემდეგ ახალი გადაჯგუფება და პოზიციების დაკავება მცხეთასთან ახლოს მოეხდინათ, მაგრამ ის გადაღლილი იყო და ხაშურამდე არ გაეღვიძა. ანუ მთავარსარდლის დაძინება-არგაღვიძებაზე იყო დამოკიდებული ქვეყნის ბედი. დამოუკიდებლობა ისე გამოვაცხადეთ და ისე დავკარგეთ მხარი არ დაგვიჭირა არცერთმა დიდმა სახელმწიფომ პრაქტიკულად. დიდმა ბრიტანეთმა კი საერთოდაც გამოკვეთილად რუსული პოზიცია დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე დიდმა სახელმწიფომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, საერთაშორისო დიდ მოლაპარაკებებში საქართველოს საკითხს განიხილავდნენ, როგორც რუსეთის საშინაო საქმეს. გარანტიას გაძლევთ გენერალი კონსტანტინე მაზნიაშვილი და ვალიკო ჯუღელი რომ არ ყოფილიყვნენ საქართველოს ოკუპაცია ბევრად ადრე მოხდებოდა. შემდეგ ეს სოციალ-დემოკრატები ჩავიდნენ საფრანგეთში და იქ ერთმანეთს დაერივნენ. ისტორიული შეცდომებიდან გაკვეთილების გამოტანა როდის უნდა ვისწავლოთ??? რად ვუღირვართ დემოკრატიულ ევროპას, რა პოტენციალი და რა მოვლენაა რეალურად რუსეთი, რა რესურსები გვაქვს ჩვენ??, რა მასშტაბებითაა მსოფლიო მზად დაგვიცვას??, რა მასშტაბებით ღირს ვა ბანკზე წასვლა რუსეთის წინააღმდეგ??? ამ გარემოებებზე როდის უნდა დავფიქრდეთ??? მომხდარი წარუმატებლობებისა და განცდილი მარცხისას საკუთარ თავში მიზეზების ძებნა როდის უნდა ვისწავლოთ???

Comments
Loading...