დავით მაღრაძე: ბოლშევიკები და ნაცმოძრაობა ერთმანეთს საოცრად გავდა კაცთმოძულეობით!

პოეტი დავით მაღრაძე „ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიან მოღვაწეობასა და მათი ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად დატოვებულ იმ შედეგებს აფასებს, რაც ზუგდიდის სამალავებში აღმოჩენლი ვიდეო კადრებიდან ჩანს.

მაღრაძის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” მცირეოდენი მხარდამჭერებით საპროტესტო აქციას მართავს, მართავს თავის სამოქალაქო პანაშვიდს.

„ორი თაობა – ბოლშევიკები და ნაცმოძრაობა ერთმანეთს საოცრად გავდა კაცთმოძულეობით, დაუნდობლობითა და ბრჭყალებში პროგრესულობით. დღეს საქართველოში დემოკრატია ურთულეს გამოწვევებს პასუხობს. არ ვიცი, როგორ ამაღლდა დემოკრატია იმ დონეზე, რომ რუსთავი 2-ც კი, სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის. ყოველ ჯერზე, როცა ნაციონალური მოძრაობა მცირეოდენი მხარდამჭერებით საპროტესტო აქციას მართავს, მართავს თავის სამოქალაქო პანაშვიდს.” – განაცხადა დავით მაღრაძემ გადაცემაში „2030.”

Leave A Reply

Your email address will not be published.