დავით ნარმანია ოპოზიციას ურჩევს “თავის თავს მიხედონ”

დავით ნარმანია თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეკომენდაციებს გამოეხმაურა და განაცხადა , რომ მისთვის საინტერესო არ არის რას ამბობს ოპოზიცია.

“ოპოზიციამ რა იცის ბიუჯეტის პარამეტრები რა არის და საერთოდ, რა იცის ოპოზიციამ ბიუჯეტი რა არის? ბიუჯეტის მუხლებს შორის სად, რა, როგორ უნდა გადაიტანო და გადმოიტანო არ იციან. ოპოზიციის რეკომენდაციები ვინ რაში უნდა გაითვალისწინოს? თავის თავს მიხედონ. მათი გადასაწყვეტი არ არის ვის, სად, რა და როგორ ექნება. არ არის ჩემთვის საინტერესო რას ამბობს ოპოზიცია, მოქალაქეებისთვის თუ რამე იქნება საინტერესო, მოქალაქეებს გავცემ პასუხს”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის ბიუჯეტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა და განაცხადა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით წინასწარი შეკრება ე.წ. მუნიციპალურ საბჭოს უკვე ჰქონდა და გარკვეული შეთანხმებები საფინანსო ორგანიზაციასთან მიღწეულია.

Leave A Reply

Your email address will not be published.