დავით ნარმანია საფეხბურთო მოედნის დანგრევას ეხმაურება

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი ქალაქის მერმა გააკეთა და განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვა მისი მერობის დროს არ არის გაცემული.

“ეს არის მათ მიერ დაშავებული კიდევ ერთი რამ, როდესაც ჩვენს ქალაქს წლების განმავლობაში უყიდიდნენ სკვერებს, ბავშვთა სათამაშო მოედნებს და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ინვესტორთან, რათა ბავშვები აღარ დაგვრჩეს სათამაშო მოედნების გარეშე,” – განმარტა დავით ნარმანიამ.

დღეს ყოფილმა და მოქმედმა სპორტსმენებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნის დანგრევა გააპროტესტეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.