დავით ნარმანია: სოფელი კოკიდან ქალაქ თბილისამდე

რუბრიკა ბიოგრაფიის დღევანდელი პერსონა დავით ნარმანიაა.

დავით ნარმანია დაიბადა 1979 წლის 7 მარტს სოფელ კოკში. ამავე სოფელში დაამთავრა სკოლაც, უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯერ მაგისტრატურა, შემდეგ კი ასპირანტურა დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლისას, მესამე კურსიდან იგი გახდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი, სადაც ხელმძღვანელობდა სამეცნიერო მიმართულებას, ამის შემდეგ ნარმანია გახდა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 2007 წლამდე იგი აქტიურად იყო ჩართული ასოციაციის საქმიანობაში.

2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროებში.

იგი აქტიურად მოღვაწეობდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ეკონომიკური პროგრამის მომზადებაში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ნარმანია დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე.
2003–2012 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო და საზოგადოებრივ პრგანიზაციებში. ამავდროულად კითხულობდა ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2013 წლის ნოემბრისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია იქნებოდა. მან მინისტრის პოსტი დატოვა 2014 წლის 14 აპრილს.

2014 წლის 12 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა კონკურენტი ნიკა მელია და არჩეულ იქნა თბილისის მერად.

არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი.

Comments
Loading...