დავით ნარმანია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის გათავისუფლებას ადასტურებს

თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ ადმინისტრაციის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა თანამდებობა დატოვა.

დედაქალაქის მერის თქმით, გადაადგილებები მერიაში მუდმივად მიმდინარეობს და განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.

„ეს არის უმნიშვნელო გადაადგილება, რომელსაც ყოველთვის აქვს ადგილი. ასე რომ, არსებითი სახეცვლილება არ არის დაგეგმილი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Comments
Loading...