დავით ნარმანია: თბილისში გზების ორმოული შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის

ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად დედაქალაქში გზების ორმოული შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის”,-ამის შესახებ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 50-მდე ქუჩაზე ორმოული შეკეთებები დასრულებულია. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 15-მდე ქუჩის ორმოული შეკეთება და უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება დამატებით 25 ობიექტზე,“ – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება საგზაო საფარის კაპიტალურ შეკეთებას, ამ დროისათვის მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ორ 4 მილიონიან ტენდერზე, რომელთა ფარგლებშიც, კაპიტალურად შეკეთდება მდ. მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული დაზიანებული გზები. ასევე, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები 6 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში.

IPRESS.GE

Comments
Loading...