დავით ნარმანია თბილისში, გზის სამ მონაკვეთზე სამუშაოების შეფერხებას კონტრაქტორი კომპანიის დაუდევრობით ხსნის

დავით ნარმანია თბილისში, გზის სამ მონაკვეთზე სამუშაოების შეფერხებას კონტრაქტორი კომპანიის არასათანადო დამოკიდებულებითა და დაუდევრობით ხსნის.
დავით ნარმანიამ აღნიშნულ სამ მონაკვეთში ჭავჭავაძის გამზირი, წერეთლის გამზირი და თევდორე მღვდლის ქუჩა იგულისხმა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ასრულებდა კომპანია “არენამშენი”, რომელსაც დროში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ჰქონდა. დავით ნარმანიას განცხადებით, სწორედ ამიტომ შეწყდა კონტრაქტი, გამოცხადდა ხელახალი ელექტრონული ტენდერი, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული კომპანია ოთხი მიმართულებით და სამუშაოებს ისინი შეასრულებენ.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, გზების აღდგენის პროცესი დაწყებულია და ძირითადად ნოემბრის განმავლობაში, ზოგიერთ მონაკვეთში კი, დეკემბრის შუა რიცხვებამდე გზა მთლიანად იქნება აღდგენილი.

Comments
Loading...