დავით ნარმანია : ზამთრის შემდეგ ძალიან ბევრი გზა მწყობრიდან გამოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, 2016 წელს ინფრასტრუქტურული განვითარების დაფინანსება 50 მილიონი ლარით გაიზრდება, რადგან ზამთრის შემდეგ ძალიან ბევრი გზა მწყობრიდან გამოვა და მათ შეკეთება დაჭირდება. “ეს არის გზები, რომლებიც 5-6 წლის წინ არის გაკეთებული და მათ ხარისხთან დაკავშირებით დღეს არსებობს პრობლემები. იქ გამავლობა ამ ეტაპზე მეტნაკლებად შენარჩუნებულია, მაგრამ ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ საკმაოდ ბევრ გზას დაჭირდება შეკეთება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვზრდით საგზაო მომართულებით დაფინანსებას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.